მამუკა მდინარაძე, კახა კალაძის პარლამენტში დაბარებას უმცირესობის მხრიდან, არარელევანტურს უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, „გაზპრომთან“ დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პარლამენტში დაბარებას, დეპუტატი მამუკა მდინარაძე არარელევანტურს უწოდებს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხია გაცემული.
„აბსოლუტურად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, საზოგადოების თითოეულ წევრს ამ დღეების განმავლობაში დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ეს მოთხოვნა არის მათი შიდა თემების გადაფარვის მცდელობა და ამიტომ არის არარელევანტური,“ – განაცხადა მდინარაძემ.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10 პროცენტს იღებდა. რამდენიმე დღის წინ კი ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. სწორედ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ იბარებს საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები