ზურაბ აბაშიძეს ყაზახეთში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრ ზურაბ აბაშიძეს, ყაზახეთში ელჩად დანიშვნა შესთავაზეს. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციები უკვე ჰქონდა. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
„კონსულტაციები და შესაბამისი პროცედურებიც ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და შემდეგ პრეზიდენტი ნიშნავს ელჩს. ასე, რომ პროცედურები იქნება შემდგომშიც,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა, მზად არის, საჯარო ან დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელოს მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები