საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.
როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ენერგეტიკის მინისტრის უმცირესობის ფორმატში მოსმენის საკითხზე ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
“ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ კი ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები