ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” ”ევროპული საქართველო” ეწოდა – თავმჯდომარე ნიკა მელიას ნაცვლად სერგო რატიანი იქნება

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება შეეცვალა და მას ”ევროპული საქართველო” ეწოდა. გიგი წერეთლის ინფორმაციით, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. კერძოდ, ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.
მისივე ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში დეპუტატების გადასვლის თაობაზე. ამასთანავე, როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეთანხმდნენ ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოწვევის და უმცირესობის ფორმატში მოსმენის თაობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები