ანდერს ბრეივიკი აცხადებს, რომ ციხეში ის კიდევ უფრო რადიკალი გახდა (ვიდეო)

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელიც ციხეში სასჯელს 77 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის, განაცხადა, რომ იზოლირებულ საკანში გატარებული 5 წლის შემდეგ მისი შეხედულებები კიდევ უფრო რადიკალური გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბრეივიკის ადვოკატმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საკანში შექმნილი პირობების გამო, მისი დაცვის ქვეშ მყოფს „მენტალური ცვლილებები“ უფიქსირდება. როგორც პროკურორმა ფრედერიკ საისრსეტედმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობა ბრეივიკის მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოს.
ცნობისთვის, 2011 წლის 22 ივლისს, ბრეივიკმა, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო. დაიღუპა 8 ადამიანი. შემდეგ ის კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 69 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა მოზარდი იყო. სასამართლომ ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ახლა სასამართლო მის ციხეში არსებულ პირობებს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით ბრეივიკმა რამდენჯერმე საჩივარი დაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები