კობა გვენეტაძე: ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა საჭირო ექსპერტიზა გაიარა

ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა საჭირო ექსპერტიზა გაიარა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტექნიკურ საკითხებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით უმჯობესი იქნება, საზოგადოებამ თავად ონლაინსესხების კომპანიებისგან მიიღოს ინფორმაცია.
”იმ კანონპროექტმა, რომელიც მიღებულია, გაიარა ის ექსპერტიზა, რაც მას სჭირდება და არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს მასში. ვიმეორებ, კონსულტაციები შედგა, იყო შეხვედრები, თუკი რაიმე დამატებითი ტექნიკური ხასიათის განმარტება იქნება მისაცემი, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამას აუცილებლად გააკეთებს.
რაც შეეხება იმას, რამდენად ხდებოდა კონსულტაციები და ამ საკითხების დამუშავება, იყო შეხვედრები, ხდებოდა კითხვებზე პასუხის გაცემა, იყო საკმარისი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კომპანიებს ასოციაციების საშუალებით ჰქონდათ შესაძლებლობა ბევრი კითხვა დაესვათ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პარლამენტმა ე.წ. ლარიზაციის საკანონმდებლო პაკეტს მხარი 2016 წლის 30 დეკემბერს დაუჭირა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები