იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სასკოლო განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

განათლების სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქეს სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის “განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა” პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გამართა.
მინისტრის განმარტებით, ეს არის განათლების მიღების ახალი შანსი.
„საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება – მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება და ისინი კლასში უმცროსკლასელებთან ერთად არ დასხდებიან.
სამინისტრო აღნიშნულ პროგრამაზე UNICEF-თან ერთად მუშაობს. როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები