გოჩა მწელიშვილის გამოფენა გაიხსნება

15 იანვარს, 17:00 საათზე, კავკასიის ტრენინგაკადემიის ორგანიზებით, ახალგაზრდა მხატვრის, გოჩა მწელიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში შედგება.
გოჩა მწელიშვილი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია, მას არაერთ სამხატვრო გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. საღამოს გააფორმებს მოწვეული მუსიკალური ბენდი, მონაწილეობენ ახალგაზრდა პოეტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები