13 იანვარი
10:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
11:00
საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის” პრესკლუბში ადვოკატი მარიამ შათირიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დაჩი ფელდმანის (დიდიძე) მიმართ ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან. შემთხვევის დეტალები და ექსპერტიზის დასკვნა
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე – 595 03 77 22
11:30
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის“ პრეზენტაცია და ანგარიშის წარდგენა გაიმართება, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მის: უზნაძის ქ. #52
12:00
საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემის რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს, საფონდო ბირჟასა და კომპანია Montran Corporation-ს შორის ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
მის: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული
12:30
საინფორმაციო სააგენტო ,,პირველის” პრესკლუბში ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე – 595 03 77 22
13:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #11
13:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, რუსთავი -თბილისის სამარშუტო ხაზის მძღოლი დავით ლურსმანაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
13:00
სატრანზიტო დერეფანში, თურქმენული ნავთობის საქართველოს გავლით მოძრაობასთან დაკავშირებით, ”რედისონში” შეხვედრა გაიმართება.
14:00
”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე აკაკი ასათიანი და რეგიონული მდივანი ასლან ფაღავა პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: დედოლარიზაციის პროგრამა და ქვეყნის ეკონომიკური კურსი.
14:00
ზუგდიდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს გადასცემს.
მის: ზუგდიდი, დემურიას ქ. N1
15:00
სასტუმრო ”რუმსში”, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”გამართავს კვლევის პრეზენტაციას – „შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში“.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი – 577 29 10 03
15.00
ელბაქიძის აღმართზე არსებულ ღამის კლუბებთან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართველი ემიგრანტები” გამართავს საპროტესტო აქციას და გამოეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ღამის კლუბებთან დაკავშირებით.
ტელ.: 557540538
15:30
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე მერაბ ლომიძის თავმჯდომარეობით, სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე პროცესს განაახლებს.
მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე – 599 291202