ჯანდაცვის სამინისტრო ბორჯომში მომხდარ სუიციდის ფაქტს განცხადებით ეხმაურება

სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზით ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს ოჯახი კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახზე დაყრდნობით ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს დედის სამედიცინო მომსახურება სრულად დაუფინანსდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ( 6878 ლარი), ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ( 3500 ლარი).
„გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს.
ორივე მხარე საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლება ან მეუღლის მკურნალობის ხარჯების უქონლობა გახდა.
როგორც ოჯახის წევრი აცხადებს, მას დედის სამედიცინო მომსახურება სრულად დაუფინანსდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ( 6878 ლარი), ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ( 3500 ლარი). ოჯახი არ ადასტურებს გარდაცვლილის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტსაც“,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები