ვახტანგ ბუცხრიკიძე: 17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება

17 იანვარს საბანკო სექტორი სესხების გალარების პროგრამის დაწყებას მომზადებული ხვდება, – ამის შესახებ „თი ბი სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს გალარების სამთავრობო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ბუცხრიკიძის თქმით, ყველა კითხვაზე, რომელიც საბანკო სექტორს ჰქონდა, ამომწურავი პასუხია გაცემული.
„ყველა კითხვაზე, რომელიც საბანკო სექტორს ჰქონდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. საპროცენტო განაკვეთები ლარში გაცემულ საბანკო პროდუქტებზე კი ალბათ დარჩება იმ საზღვრებში, რაც დღეს არის“, – აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების პროგრამის დეტალები გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. მისი მიზანია მომხმარებლებისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები