იოჰანეს ჰანი: კარგი ახალი წელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი – იოჰანეს ჰანი (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას მიესალმება.
„მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ეს კარგი ახალი წელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი – იოჰანეს ჰანი წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები