ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა

“აგროჰაბის” ხელმძღვანელის, აკაკი ახვლედიანის განცხადებით, ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა.
“ვგეგმავთ, გამოვყოთ სპეციალური ადგილები იმ ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ქართულ პროდუქციას. ყველა მიმართულება უნდა გაძლიერდეს არამარტო ჩვენს ქსელში, არამედ სხვაგანაც, რომ წავახალისოთ ქართული პროდუქციის რეალიზაცია”,- განაცხადა ახვლედიანმა.

“აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისათვის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები – “აწარმოე საქართველოში“, ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინიგრანტები, “სტარტაპ საქართველო“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები