გიორგი გახარია: საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი გაზთან მიმართებაში არ დარღვეულა

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი გაზთან მიმართებაში არ დარღვეულა.
„მოწოდების პორტფელი შენარჩუნდა ისეთი, როგორიც იყო. უფრო მეტსაც გეტყვით: იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურად პროცენტის აღების შემთხვევაში, ჩვენ იმ დაახლოებით 200 მლნ. მ3 გაზს ვიღებდით, დღეს ასეთი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება რუსული გაზი საერთოდ არ გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული გაზი საკმარისი იქნება“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, მონეტარიზაციის შედეგად, წააგო თუ არა საქართველომ, ვინაიდან მიღებულ თანხად ვერ შეისყიდის გატარებული გაზის 10%-ს, რომელსაც ნატურის სახით იღებდა, გახარია პასუხობს, რომ „ ეს არის საბაზრო პრინციპები“.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ კონტრაქტზე რუსეთიდან გაზის მოწოდების თაობაზე, ჩვენ ვსაუბრობდით სომხეთისთვის სატრანზიტო საფასურის მიღებაზე. აქ საქართველო იყო, როგორც მესამე მხარე. ეს იყო კონტრაქტი ტრანზიტის შესახებ. ძირითადი მხარე იყო რუსეთი და სომხეთი. შესაბამისად, ჩვენ ვიღებდით სატრანზიტო საფასურს ორ მხარეს შორის სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. შეიცვალა ბაზრის კონიუქტურა. ეს კონტრაქტი აღარ არსებობს. რასაც მივაღწიეთ ისაა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში გაზის ბალანსი არ დარღვეულა. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, რუსეთისგან ვიყიდოთ ეს გაზი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მოწოდებული გაზი იქნება საკმარისი, ჩვენ ასეთი მოთხოვნილება არ გვექნება, არ ვიყიდით ამ გაზს და თემა დახურულია“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები