დავით ნარმანია: ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო

“ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო. თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა აღიკვეთოს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობა აღნიშნულ საკითხზე წუხდა, რაზეც, მისივე თქმით, რეაგირება ხდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით, სიტუაციის შესწავლა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები