გიორგი გახარია: მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე -კანონის დაცვაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც შს მინისტრს ღამის კლუბებში, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის აღმოფხვრის მიზნით, სიტუაციის შესწავლისკენ მოუწოდა.
გახარიას თქმით, მთავრობის მეთაურმა კანონის დაცვაზე ისაუბრა.
”მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ერთადერთზე – კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან არმხარდაჭერაზე. საუბარი იყო კანონის დაცვაზე. მე არ ვიცი, რა ინტეპრეტაციები მოჰყვა ამას, მაგრამ ეს იყო მოწოდება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვის მიმართულებით. პრემიერი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი პოზიცია, ამაში არაფერია განსაკუთრებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ღამის კლუბებში, არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით, სიტუაციის შესწავლა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები