ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ LIBE-ს კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს.
დოლიძის თქმით, როდის გაიმართება კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, დაზუსტებული არ არის.
“დღეს არის განხილვა LIBE-ს კომიტეტში, შემდეგ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, თუმცა პარლამენტის კენჭისყრის თარიღი ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ეს შეიძლება იანვრის ბოლოსკენ ან თებერვლის დასაწყისში იყოს, ზუსტად ვერ გეტყვით”,- აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები