ექსპერტ-კრიმინალისტებმა “გირჩის” ოფისიდან დაახლოებით 80 ძირი კანაფი ამოიღეს

სამართალდამცველებმა პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ოფისი დატოვეს. ოფისთან შეკრებილმა გირჩის წევრებმა სამართალდამცავები შეძახილების ფონზე გააცილეს.
როგორც ცნობილია, ექსპერტ-კრიმინალისტები პოლიტიკური ცენტრის ოფისში დღეს, 12:00 საათისთვის მივიდნენ და ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ისინი შენობაში სსკ-ის 265-ე მუხლის საფუძველზე გამოცხადნენ, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოფისიდან დაახლოებით 80 ძირი კანაფი ამოიღეს, დალუქეს და ექსპერტიზაზე წაიღეს. სამართალდამცველებს დღეს არავინ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრებმა ნარკოპოლიტიკის სეცვლის მიზნით პიტრდაპირ ეთერში კანაფი ჩარგეს. მოგვიანებით, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფაქტზე გამოძიება 265-ე ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები