გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ წელს თავშესაფარი 280 ათასმა ადამიანმა მოითხოვა

გერმანიის შს მინისტრის თომას დე მეზიერის განცხადებით, 2016 წელს ქვეყანაში 280 ათასი ადამიანი ჩავიდა, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს. ეს 600 ათასით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს. მინისტრმა განაცხადა, რომ ლტოლვილების ჩასვლის კლება ბალკანეთის მარშრუტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო ევროკავშირმა და თურქეთმა ლტოლვილებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
ცნობისთვის, 2015 წელს ევროპაში 1 მილიონზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა, ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები