შს მინისტრის მოადგილე: პრემიერის დავალება მიღებულია

დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ, – ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, დღეს, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული ვითარების თაობაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„დავალება მიღებულია. მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს თუ რა კეთდება, რა გაკეთდა დავალების შესაბამისად და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები