„გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ

პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ოფისში ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან და შენობაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
სავარაუდოდ, ისინი იმ 80 ძირ კანაფის ძირს ამოიღებენ, რომელიც „გირჩის“ წევრებმა 31 დეკემბერს პირდაპირ ეთერში დათესეს. პოლიტიკური ცენტრის ოფისში შეკრებილები არიან „გირჩის“ წევრები და მედიის წარმომადგენლები, რომელთაც სამართალდამცველები შენობის დატოვებას სთხოვენ. ჯერჯერობით უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრებმა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მიზნით პირდაპირ ეთერში კანაფი დათესეს. მოგვიანებით, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფაქტზე გამოძიება 265-ე ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები