კახა კალაძე: სასამართლომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო

„სასამართლომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო“ – ასე აფასებს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტსა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
კალაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში არავინ ჩარეულა.
„სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია, იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა ის დრო საქართველოში, როდესაც ერთი ადამიანი და ერთი კონკრეტული პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. შეგვიძლია გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი, დავითაშვილის ცემის ფაქტი და სხვა უამრავი. ასე რომ, სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, რომელშიც რატი გაჩეჩილაძე მონაწილეობდა, 7 იანვრის ღამეს, რესტორან „დაინინგ რუმსში“ მოხდა. გაჩეჩილაძეს საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ, 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები