ყაზახეთში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დააკავეს

ყაზახეთში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი დააკავეს. ის დეკემბრის ბოლოს თანამდებობიდან გადააყენეს. „ბი ბი სის“ ცნობით, ბიშიმბაევი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააკავეს.
„ბიშიმბაევი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის არაერთგზის აღების ფაქტზე დააკავეს“, – აცხადებენ ყაზახეთის კორუფციასთან ბრძოლის ნაციონალურ ბიუროში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ბიშიმბაევის გადაყენების შესახებ ბრძანებულებას 2016 წლის 28 დეკემბერს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინისტრი თანამდებობიდან იმის გამო გადააყენა, რომ მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები