ლას ვეგასში სამეკრანიანი ლეპტოპის ექსპერიმენტული მოდელები მოიპარეს

სამეკრანიანი ლეპტოპის ორი ექსპერიმენტული მოდელი მოიპარეს ლას ვეგასში, სადაც ელექტრონიკის გამოფენა მიმდინარეობს. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც კომპანია Razer-ის წარმომადგენელმა მინ ლიან ტანმა განაცხადა, ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ქურდების დაჭერას ხელს შუწყობს, 25 ათასი დოლარის ჯილდო დაწესდა. Razer-ის ინფორმაციით, კომპიუტერი Project Valerie არის სამეკრანიანი სათამაშო ლეპტოპი, რომელსაც ძირითადი მონიტორის გარდა ორი დამატებითიც აქვს.
ახალი კომპიუტერის გამოჩენას სხვადასხვა კომენტარი მოჰყვა. ზოგიერთი ამ ფაქტს სათამაშო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან წინსვლას უწოდებენ, კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ სამეკრანიანი ლეპტოპი ძალზე დიდია და მას ბევრი ელექტროენერგია დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები