გიგი უგულავა: ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომლებიც პარტიაშია

“ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს პარტიაშია”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, დღის წესრიგში დგას ქვეყნის პრობლემების მოგვარება და არა ქონებრივი საკითხები.
„მე საერთოდ არ ვარ ჩახედული და საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ პარტიაშია. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითევის გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია, ვინმეს სჭირდებოდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ კომენტარი გააკეთა განცხადება ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის თანახმადაც ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შესახებ განაცხადებენ.

„მელიამ პრესმდივნობას და სხვის მაგივრად თარიღების დაანონსებას თავი დაანებოს. თუ რაიმე თარიღი იქნება, ყველას გავაგებინებთ. მელიამ თავის კარიერულ წინსვლას მიხედოს და პრესმდივნობა სხვებს გადააბაროს“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები