აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი დააკავეს

აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი – მეჰმენ ჰუსეინოვი დააკავეს. ჰუსეინოვი რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარეა. ბლოგერის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელს“ ადვოკატმა, ალჩინ სადიგოვმა განუცხადა, ბლოგერის დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მან აზერბაიჯანის შს სამინისტროს მიმართა, მაგრამ მას არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს. ადვოკატს მიაჩნია, რომ ჰუსეინოვი მინისტრების ძვირადღირებულ ვილებზე მასალის გამო იდევნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები