რას აცხადებენ ადგილობრივები ვანში მომხდარ მკვლელობაზე

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე საუბარი ადგილობრივებს უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ახლახან დატოვა. მეზობლები ძმებს დადებითად ახასიათებენ და მკვლელობის მოტივს ვერაფრით ხსნიან.
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში გუშინ 18 წლის გიორგი გიორგაძემ საკუთარი ძმა სანადირო თოფით მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მან მიმალვა სცადა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები