„პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციები არ დაგვიწყია„

“პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ჯერ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციები არ დაგვიწყია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის პირველი პირის წლიური ანგარიში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს.
„პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, ჯერ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციები არ დაგვიწყია. როგორც კი გვექნება ამასთან დაკავშირებით განვითარება, საზოგადოება ამას დროზე გაიგებს. ბუნებრივია, საკითხები ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება, დღეს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები