საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 12 იანვარს ჩატარდება

ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა 12 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის სახალხო პარტია“ აქვეყნებს. შემდეგ ამ საკითხის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანის საკითხი განიხილება.
ცნობისთვის, 2016 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროპარლამენტს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეთანხმება მოხდა. ეს საკითხი ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებლად თბილისისთვის მთავარი დაბრკოლება იყო. როდის დაწესდება კონკრეტულად უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები