საპატიო მარათონი – „სიცოცხლისა და სიკვდილის გზით“ გაიმართება

13 იანვარს ვილნიუსის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელიც საქართველოში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, 26 წელი სრულდება.
13 იანვარს, 10.45 საათზე, საქართველოში ლიტვის საელჩოს ორგანიზებით,  საპატიო მარათონი „სიცოცხლისა და სიკვდილის გზით“ პირველად გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მარათონის მონაწილეები ვილნიუსის ყოველწლიურ მარათონს შეუერთდებიან, რომელიც ეძღვნება 1991 წლის ვილნიუსის მოვლენების ხსოვნას და სიმბოლურ 9 კილომეტრს გაივლიან (შესაძლებელია ნახევარი დისტანციის გავლაც – 4.5 კმ).
მარათონის დროს 13 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიეგება.
ცხრაკილომეტრიანი მარათონის ტრასას ექნება სიმბოლური დატვირთვა, როგორც მანძილი ვილნიუსში ლიტვის თავისუფლების დამცველთა დაკრძალვის ადგილიდან, ანტაკალნისის სასაფლაოდან ტელევიზიის ანძამდე. მონაწილეები ლისის ტბის ირგვლივ წრეს დარტყამენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები