“მნიშვნელოვანია, შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში არ დასუსტდეს იმ რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ”

“საქართველოს აქვს რთული გეოპოლიტიკური ლოკაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში არ დასუსტდეს იმ რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ ვაპირებთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, უმრავლესობას ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმებული პოზიცია არ აქვს და თანამშრომლობისთვის ღიაა. მისვე თქმით, ის რისი უპირობოდ, განუხრელად დაცვა უნდა მოხდეს, ერთი არის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და მეორე – ქვეყნის შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში.
„თუ რა მოდელზე შევთანხმდებით და როგორ წავა რეფორმა ამ სფეროში, დამოკიდებულია სწორედ სამუშაო პროცესზე, რომელსაც ეს ჯგუფი წარმართავს. ჩვენ გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის, არ გვაქვს რაიმე წინასწარ ცალკე შეთანხმებული პოზიცია, ვაპირებთ, რომ კონსენსუსის და თანამშრომლობის გზით შევთანხმდეთ საბოლოო მოდელზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები