ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობოების ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი.
“მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი კანონის გადასინჯვა”, – განაცხადა კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემუშავების მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები