არჩილ თალაკვაძე: რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილთან, რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოება სასამართლო პროცესის დასრულებას უნდა დაელოდოს.
„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ისეთი, რომელიც ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. თავად ინციდენტს ვემიჯნებით და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ვგმობთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ძალადობის ობიექტი ან ჩამდენი პირი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რატი გაჩეჩილაძე „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს, ერთ-ერთ კაფეში დაესხა. მას ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას ნიშნავს. სასამართლომ გუშინდელ პროცესზე გაჩეჩილაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები