სახელმწიფო აუდიტმა პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების სტატისტიკა გამოაქვეყნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს მიღებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით, სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც აღნიშნულ დოკუმენტში წერია, გასულ წელს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამში 34,465,034.50 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი – 22,995,584.00 ლარი „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.
ამასთან, გასულ წელს მიღებული შემოწირულობების მიხედვით, მეორე ადგილზეა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,491,467.43 ლარი, შემდეგ ადგილს იკავებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,644,168.80 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,126,691.35 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 718,690.00 ლარი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 626,520.90 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა – „ახალი საქართველო“ – 373,966.50 ლარი, ილია კოკაია, დამოუკიდებელი დეპუტატი – 337,400.00 ლარი, ვასილ ხანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი – 304,840.00 ლარი, ცეზარ ჩოჩელი, დამოუკიდებელი კანდიდატი – 280,000.00 ლარი. პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს შემოწირულობების სახით, საერთო ჯამში, 34,465,034.50 ლარი მიიღეს.
ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულობები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულობა, ხოლო 204-ჯერ – არაფულადი შემოწირულობა. სულ შემოწირულობები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში, 4,026,580.00 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები