მცხეთაში, ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი მათგანი აალდა (ვიდეო)

მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შედეგად „ოპელი“ აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები