მექსიკაში, ბენზინის გაძვირების გამო, საპროტესტო აქციები გაიმართა

ათასობით მექსიკელმა საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის 1 იანვრიდან ბენზინის ფასი 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის ფასი 16,5%-ით გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო იყო მიღებული. რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 1500-მდე პირი პოლიციამ დააკავა. საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რამდენიმე მაღაზიაც გაძარცვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები