დედის სასტიკად მკვლელობისთვის დაკავებული გოგონასა და მისი მეგობრების ადვოკატები პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნობიან
კანიბალიზმისა და რიტუალური მკვლელობის ნიშნებით ჩადენილ დანაშაულზე დაკავებულების ადვოკატები დღეს საქმის მასალებს გაეცნობიან.
ისინი ქალაქის პროკურატურაში 12:00 საათისთვის არიან დაბარებული. ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 მოზარდია დაკავებული. მათ შორის მისი 18 წლის ქალიშვილი.
მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის, ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით.
მოკლულის შვილს — ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 111-109 მუხლით, რაც, მათ შორის, ოჯახურ დანაშაულს ითვალისწინებს. სამივე ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.