ენერგეტიკის მინისტრი ხვალ კომპანია “გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 10 იანავარს, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.