„ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულებს პატიმრობა არ ეფარდებათ“

ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულებს პატიმრობა არ ეფარდებათ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს.
”გადახედვას არ ექვემდებარება პოზიცია, რომ ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ ამ მხრივ სასაყვედურო ნამდვილად არ გვაქვს, რადგან რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ კანონი, სადაც გამკაცრდა ძალადობის მიმართ სასჯელი. მეორე პოზიცია არის, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში არ ეფარდებათ ხოლმე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები