იანოშ ჰერმანი: ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ ძალადობას გმობს.
„ამ ინციდენტის შესახებ მსმენია. ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით, მაგრამ უფრო ღრმად და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცი“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.