დაჩი ცაგურია ყოფილ ხელისუფლებას: ძვლებს რომ მიმსხვრევდით მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას?!
“საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია ტელეკომპანია „რუსთავი 2’–ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე განხორიცლებული თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
ცაგურია ყოფილ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.
„მე რამდენჯერ მცემეთ? თქვენი სადისტი დედები მომიკითხეთ… ძვლებს რომ მიმსხვრევდით მაშინ რატომ არ გმობდით ძალადობას? მოძალადე რომ იქნები წლები მერე რესტორანში შეიძლება წამოგარტყას ყურის ძირში პროკურორობით თავზე გასული რომ ჩაგრავდი იმ კაცმა ვინც დაჩაგრე ძალაუფლებით. დიახ ყოველ შეხვედრაზე ნერვებს ვთოკავ კბილებით რომ რასაც იმსახურეთ ის არ გავაკეთო, სადამდე შევძლებ თავის შეკავებას არ ვიცი. დიახაც არავის და არაფერს ამოეფარება თქვენგან განსხვავრბით ზონდერებით რომ გვისწორდებოდით, აი ესე ღიათ მივა ჩვენებასაც მისცემს და ჩხუბზე რაცაა და როგორცაა აგებს პასუხს კანონოს წინაშე. ეგ თქვენ იყავით აქციებიდან გასულ ადამიანებს სადარბაზოებში რომ ეპარებოდით უკნიდან ერთ კაცს თხუთმეტი ხელკეტიანი რომ სცემდა რა დაგავიწყდათ? გადაღებულიც ხომ არის აქციიდან გასულ მოქალაქეს მსოფლიო ბანკის ოფისთან რომ გადაუკეტეთ გზა მანქანიდან გადმოათრიეთ, გახეთქეთ ცემით, წაართვით მანქანა და დააგდეთ შუა ქუჩაში ნაცემ-ნაგვემი. გატაცებულ ადამიანებს მუხათგვერდში რომ ვპოულობდით დაგავიწყდათ? დიახ პროკურორო გვარამია შენ აკეთებდი ამას და ეხლა არ გაგიკვირდეს მეც რომ სადმე გადამაწყდე და თავი ვერ შევიკავო… რესტორნებში ყოველ დღე ვიღაცა ჩხუბობს, არც ეს იქნება ბოლო ჩხუბი დამიჯერეთ, ხვალაც იჩხუბებს ვიღაც“, –წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.