ნიკა გვარამიას განცხადებით, მას რესტორანში თავს დაესხნენ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
”შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. მაშინვე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს”, – წერს ნიკა გვარამია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები