გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. თბილისის ყოფილმა მერმა თანაგუნდელებთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
შეხვედრას ესწრებიან გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგო რატიანი, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე და სხვები. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება გუშინ დატოვა. მას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ვადა შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა “ამნისტიის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.