ქუთაისში პოლიეთილენის პარკში ახალშობილი გოგონა იპოვეს
ქუთაისში, გამთენიისას ახალშობილი გოგონა იპოვეს. შემთხვევა ავტომშენის დასახლებაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩვილი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ახალშობილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.