ავღანეთში „ბოევიკებმა“ 13 მაღაროელი მოკლეს
13 მაღაროელი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში შეირაღებული პირების თავდასხმის შედეგად. „შეიარაღებულმა პირებმა 13 ადამიანი მოკლეს და სამი დაჭრეს ბაგლანის პროვინციის ანარდარას დასახლებაში“, – განუცხადა სააგენტო „სინჰუას“ პროვინციის გუბერნატორმა, მუჰამედ ამირიმ.
მისი ინფორმაციით, ყველა დაღუპული მაღაროელი იყო, რომლებიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. გუბერნატორმა არ გამორიცხა, რომ მკვლელობის უკან „თალიბანის“ ან „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ დგანან, თუმცა ოფიციალურად არც ერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.