აშშ–ის დაზვერვა: რუსეთმა ხელი შეუშალა ჰილარი კლინტონს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამხდარიყო

შეერთებული შტატების დაზვერვამ ოფიციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ხელი შეუშალა ჰილარი კლინტონს, გამხდარიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დასკვნაში წერია, რომ რუსეთის ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესებში ამერიკის საზოგადოების რწმენის შელახვას, ჰილარი კლინტონის კანდიდატურის წინააღმდეგ ცილისწამების გავრცელებას და მისთვის პრეზიდენტად არჩევისთვის ხელის შეშლას შეეცადა.  ამის შესახებ აშშ–ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს და უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ერთობლივ მოხსენებაში წერია.
ჯერ კიდევ ოქტომბერში, ანუ არჩევნებამდე, შეერთებული შტატების სპეცსამსახურები იუწყებოდნენ, რომ „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის სერვერებზე კიბერშეტევების უკან რუსი ჰაკერები დგანან. რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები