ფლორიდის შტატის აეროპორტში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა აშშ–ის ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ–ლოდერდეილის აეროპორტში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. თავდამსხმელი დაკავებულია.
ბოროტმოქმედი ფლორიდაში კანადიდან ჩაფრინდა. მას ბარგში პისტოლეტი ჰქონდა. ბარგის მიღების შემდეგ მამაკაცი ტუალეტში შევიდა, იარაღი გადატენა,  შემდეგ ბარგის მიღების დარბაზში დაბრუნდა და იქ სროლა ატეხა.
ფლორიდის შტატის სენატორი ბილ ნელსონი იუწყება, რომ თავდამსხმელის სახელია ესტებამ სანტიაგო. მას თან სამხედრო მოსამსახურის საბუთი აღმოაჩნდა.
შტატის ხელისუფლებას და პოლიციას ჯერჯერობით უჭირთ  თქმა, იყო თუ არა ეს ტერორისტული თავდასხმა.

_93302831_mediaitem93302830 _93302826_mediaitem93302825

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები