გიგი უგულავას მამა: ველოდები, როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებასთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები და ყოფილ მერს გათავისუფლებას ულოცავენ.
როგორც გიგი უგულავას ახლობლებმა განაცხადეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყეტილება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და ამ განაჩენს არ ელოდნენ.
„ეს არის სასიამოვნო მოულოდნელობა, ძალიან გახარებულები ვართ, ველოდები, როდის წავიყვან ჩემს ბიჭს სახლში,“ – განაცხადა გიგი უგულავას მამამ, არჩილ უგულავამ.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა შეუმცირა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები