მოსკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელიც ახალ წელს ჰაერში ავტომატით ისროდა(ვიდეო)

მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ახალი წლის დღეებში ჰაერში ავტომატით ისროდა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. „შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 28 წლის დაღესნტელმა რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში ავტომატიდან და ეს ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა“ – განაცხადა რუსეთის შს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მახაჩყალის მკვიდრი მოსკოვში დასაქმების მიზნით ჩავიდა. ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები