ბექა ბასილაია: გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღის ბოლომდე უნდა დატოვოს

გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უგულავას სასჯელაღსრულებლის დაწესებულებიდან გათავისუფლების დრო დაასახელა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ადვოკატი ვარაუდობს, რომ უგულავა დღეს დატოვებს ე.წ მატროსოვის ციხეს. „მოსამართლის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე გადაეგზავნა და ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს გიგი უგულავას გათავისუფლება“, -განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები